"286 დღის შემდეგ" - მედია კოსმოსიდან დაბრუნებული ქალის ფოტოებს აქვეყნებს
1742412296
საქართველოსთვის და ყველა ქართველისთვის აჯობებს, რაც უფრო ნაკლები აგენტი იქნება პოლიტიკურ ველზე და პოლიტიკურ სპექტრში. „კოლექტიური ნაცმოძრაობა“ მაქვს მხედველობაში და მისი ანასხლეტები სხვადასხვა პარტიით და სხვადასხვა ფერებით რომ არის წარმოდგენილი, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ირაკლი კირცხალიამ ოპოზიციური პარტიების თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობაზე საუბრისას.
„თუ არ მიიღებენ მონაწილეობას, ბევრად უფრო ჯანსაღ, სახელმწიფოებრივად მოაზროვნე პოლიტიკურ ძალებს გაეხსნებათ ასპარეზი, ჯანსაღ პოლიტიკურ ველზე. რაც შეეხება მათ მონაწილეობა-არ მონაწილეობას და განცხადების გაკეთებას, არაერთხელ მითქვამს და განვმეორდები, სადაც შუბლის ძარღვი არ არსებობს, იქ 360 გრადუსით შემოტრიალებული განცხადებები, დღეს ერთის ძახილი, ხვალ მეორის, მათთვის პრობლემას არ წარმოადგენს. აგენტის ბედი ასეთია, რა დავალებაც მოგდის, შენ იმ დავალებას უსიტყვოდ ასრულებ.
აქ მთავარი ამოსავალი წერტილი არის ერთი, რომ მათმა პატრონებმა, საიდანაც ისინი დავალებებს იღებენ და თვითონ ამათმაც ძალიან კარგად იციან, რომ მათი რეიტინგი არის განულებული იმ ნაწილშიც, რომელი ნაწილიც კიდევ მოატყუებს ამ თავისი ბინძური აღქმების თეორიით და რაღაცა დოზის მანდატები მიანიჭეს საკანონმდებლო ორგანოში.
რა დავალებასაც მიიღებენ, იმ დავალებას შეასრულებენ. მაგრამ ერთში დარწმუნებულები არიან და დარწმუნებული იყვნენ, როგორც აქამდე, ახლაც ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები იქნება, 2028 წლის, თუ შემდეგი არჩევნები, გამანადგურებელი შედეგით დამარცხდებიან“, - აღნიშნა ირაკლი კირცხალიამ.