ირაკლი კირცხალია: ოპოზიციას უკვე მეათედ, საიუბილეოდ ექნება 64-ვე მუნიციპალიტეტში გამანადგურებელი ანგარიში, იმედია, მათი პატრონები მიხვდებიან, რა რესურსი აქვს აგენტურას საქართველოში

ირაკლი კირცხალია

პრინციპები და კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ ისეა, როგორც წყალი და ზეთი, ერთმანეთს განიზიდავენ, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი კირცხალიამ განაცხადა.

კირცხალიას თქმით, წლებია, გრძელდება უნიჭო სპექტაკლი და ოპოზიციური პარტიები რაც უნდა სხვადასხვა ლოგოთი იყვნენ წარმოდგენილი, საზოგადოება ხედავს, რომ მათი დედა პარტია „ნაციონალური მოძრაობაა“.

„ვინ ვის აკრიტიკებს და უპირისპირდება, ეს ის უნიჭო სპექტაკლია, რომელიც წლებია, გრძელდება და, განსაკუთრებით, ბოლო წელია. რაც ხდება, პატრონების მიერ აგენტურულ ბაზარზე დივერსიფიცირებაა. სამარცხვინოა, რომ ჰგონიათ, საზოგადოებას დააჯერებენ, რომელიმე თუ მწვანე ჰალსტუხს გაიკეთებს, მეორე ნარინჯისფერ პიჯაკს ჩაიცვამს და ლოგოს გადაბრენდავს, არ არის დედა პარტიის, „ნაცმოძრაობის“ შვილი. კი ბატონო, არჩევნები მოდის. უკვე მეათედ და საიუბილეოდ მაგალითი იქნება 64-ვე მუნიციპალიტეტში გამანადგურებელი ანგარიშის. იმედია, მათივე პატრონები მიხვდებიან, აგენტურას რა რესურსი აქვს საქართველოში. მამუკა ხაზარაძემ თქვა, ჩელჯიბიტის ვკითხოთ და მსოფლიო მაგალითები გამოიკითხოს, რა მოიტანა ბოიკოტმაო. ჰკითხონ, რა ბედი ეწია მსოფლიოში აგენტურულ ქსელს და იმ დანაყოფს, რომელსაც, სამწუხაროდ, მამუკა ხაზარაძე წარმოადგენს“, – აღნიშნა ირაკლი კირცხალიამ.