11 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
1757532353
ხშირად გვითქვამს, ვსაუბრობთ ხოლმე ორმაგ სტანდარტზე, განსაკუთრებით, 2022 წლის შემდეგ, მაგრამ ორმაგი სტანდარტი ძალიან რბილად ნათქვამია. რეალურად, უსტანდარტობასთან გვაქვს საქმე, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კირცხალიამ.
აღნიშნული განცხადებით იგი საფრანგეთში განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა.
„რამდენიმე წამის წინ მოვიყვანე მაგალითი, თუნდაც საპოლიციო მოქმედების, შემდეგ შეფასება იქ მიმდინარე მოვლენების და ჩვენთან მიმდინარე მოვლენების. არაერთხელ გვითქვამს და ყოველთვის განვმეორდებით, რომ როდესაც საუბარი გვაქვს აღქმების, ცრუ ილუზიების თეორიაზე, იმ მეინსტრიმ მედია საშუალებების ფონზე, იმ მეინსტრიმ სოციალური გვერდების და პროფილების გვერდზე, რომელიც „დიფ სთეითს“ ძალიან ღრმად აქვს ფესვები გადგმული, განსაკუთრებით ბრიუსელში დღეს და ევროკავშირისგან გვესმის ამ ბოლო პერიოდში უსტანდარტო განცხადებები, ეს არის ერთი, კიდევ ერთხელ თვალებში ნაცრის შეყრა ჩვენი საზოგადოებისთვის. თურმე ნებისმიერი კანონი, რომელიც მოქმედებს პირობითად, გერმანიის საკანონმდებლო სივრცეში, საფრანგეთის საკანონმდებლო სივრცეში, დიდი ბრიტანეთის საკანონმდებლო სივრცეში, ნებისმიერი კანონი, რომელიც ემსახურება მათ სუვერენიტეტს, მათი ქვეყნის უსაფრთხოებას, მათი ქვეყნის ეკონომიკურ კეთილდღეობას, მათი ქვეყნის ჯანდაცვას და ა.შ. ამას როდესაც ემსახურება, თურმე შენთან როდესაც გამჭვირვალობაზე გაქვს საუბარი, უცხოური გავლენებისგან ქვეყანას იცავ, საგარეო პოლიტიკაზე ფიქრობ, რომ ეკონომიკური ზრდა გქონდეს, თითოეული შენი მოქალაქის კეთილდღეობაზე საუბრობ, როდესაც თავდაცვითი კუთხით შენი ქვეყნის რეალურად, თუ უფრო ზუსტად გვინდა, 18 პროცენტი ოკუპირებულია და შენ მხოლოდ და მხოლოდ სამშვიდობო პოლიტიკა გაქვს არჩეული, რომ შენი ქვეყანა სამშვიდობოს გაიყვანო, ოკუპირებული ტერიტორიებიც მხოლოდ მშვიდობიანი გზით დაიბრუნო, ეს გაქვს მკაფიოდ, ამაზე საზოგადოება მხარს გიჭერს მყარად, ამის შემდეგ როდესაც ესენი გვესაუბრებიან, რომ აქ არის დემოკრატიული უკუსვლა, ეს არის საზოგადოების შეურაცხყოფის მიყენება. რეალურად კონტრპროდუქტიულია მათთვის“, - აღნიშნა ირაკლი კირცხალიამ.