პროკურატურამ სკოლის ბუღალტერი დააკავა, რომელმაც 2 161 806,52 ლარი აზარტულ თამაშებში გადარიცხა
1757690441
მთავრობას აქვს გაცხადებული მიზანი კორუფციასთან ბრძოლის მაჩვენებლით მომდევნო წლების განმავლობაში ევროპაში სამეულში მოხვდეს. პრემიერმა კობახიძემ მოსვლისთანავე კორუფციას უკომპრომისო ბრძოლა გამოუცხადა, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, „ქართული ოცნების“ ნაძალადევის რაიონის დელეგატმა ირაკლი ხელაძემ „დღის ქრონიკაში“.
წამყვანმა მას ჰკითხა, რა კითხვებს აჩენს გუნდში თავდაცვის ყოფილი მინისტრის ჯუანშერ ბურჭულაძის დაკავება მისი მისამართით და რა კითხვები შეიძლება გააჩინოს „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებში.
„მთავრობას აქვს გაცხადებული მიზანი კორუფციასთან ბრძოლის მაჩვენებლით მომდევნო წლების განმავლობაში ევროპაში სამეულში მოხვდეს. პრემიერმა კობახიძემ მოსვლისთანავე კორუფციას უკომპრომისო ბრძოლა გამოუცხადა. მიმდინარე პროცესში თუ ვინ შეიძლება ბრალდებულის სკამზე აღმოჩნდეს, საყურადღებოა ჩვენთვისაც, საზოგადოებისთვისაც, თუმცა არ აქვს მნიშვნელობა ეს იქნება თანამდებობის ყოფილი პირი, თუ ამჟამად თანამდებობაზე მყოფი ადამიანი, თუ სხვა ნებისმიერი, მთავარია პრევენციული ხასიათიც ჰქონდეს მსგავსი ტიპის დაკავებებს. ჩვენვე მივეცით საზოგადოებას მათ შორის კითხვების გაჩენის საბაბი. არ ვერიდებით არც კითხვებს, არც რეაქციებს, ღია ვართ“, - აღნიშნა ხელაძემ.