VIDEO: მგზავრმა, თვითმფრინავის ჩამოგდებამდე და მას შემდეგ, თავისი მეუღლისთვის ემოციური ვიდეო გადაიღო
1735280058
ვფიქრობ, საერთო ჯამში აღმოვაჩინეთ, რომ ყველა დაინტერესებული მხარე, მოსამართლეები თუ მოსახლეობა, საკმაოდ დადებითად არის განწყობილი, როდესაც საკითხი მართლმსაჯულების სისტემის დამოუკიდებლობას ეხება, ეს კი შთამბეჭდავი შედეგია, - ამის შესახებ ფრანგული კომპანია IPSOS-ის კვლევის ავტორმა, პროფესორმა იან ვან დაიკმა „ქრონიკის“ ეთერში განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, საქართველო, სხვა ყოფილი საბჭოთა ქვეყნებისთვის შესაძლოა მაგალითად გამოდგეს, ვინაიდან, ამ ქვეყნების უმრავლესობას სერიოზული პრობლემები აქვს მართლმსაჯულების დამოუკიდებლობის კუთხით. „რადგან საქართველო ყოფილი საბჭოთა ქვეყანაა და ყოფილი საბჭოთა ქვეყნების უმრავლესობას სერიოზული პრობლემები აქვს მართლმსაჯულების დამოუკიდებლობის კუთხით, შესაძლოა, საქართველო ამ ქვეყნებისთვის სანიმუშო მაგალითად გამოდგეს. მოსამართლეებიც და სხვებიც, კარგად აცნობიერებენ გატარებულ რეფორმებს, თუმცა საინტერესოა ის ფაქტიც, რომ თავად მოსახლეობაზეც აისახა ეს ყველაფერი, რადგან ხალხიც უფრო დადებითად არის დღეს განწყობილი სასამართლოების მიმართ, ვიდრე 8 წლის წინ.“ - განაცხადა პროფესორმა ვან დაიკმა.