ინფრასტრუქტურის სამინისტროს ორგანიზებით, 26 მაისი ქალაქ რუსთავში საზეიმო და შემეცნებითი სახის ღონისძიებებით აღინიშნება. ფოტოგალერეა

26 მაისი ქალაქ რუსთავში საზეიმო და შემეცნებითი სახის ღონისძიებებით აღინიშნება

ინფრასტრუქტურის სამინისტროს ორგანიზებით, 26 მაისის დღესასწაული წელს, ქალაქ რუსთავში მთელი დღის განმავლობაში საზეიმო და შემეცნებითი სახის ღონისძიებებით აღინიშნება.

თავისუფლების მოედანზე მოეწყო საგამოფენო, მოსასვენებელი და გასართობი სივრცეები. მიმდებარე ტერიტორიაზე სტუმრები შეძლებენ სამხედრო ტექნიკის დათვალიერებას.

იმართება ადგილობრივი მეწარმეების ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა.

მოეწყო გასართობი ზონები ყველა ასაკის მოზარდებისთვის და მათი მშობლებისთვის, ასევე, ფლორისტების კუთხე, იმპროვიზებული კაფე. გაიმართება ილუზიონისტის შოუ, თითების თეატრის წარმოდგენა. დაგეგმილია სხვადასხვა სახის სპორტული აქტივობები. ადგილობრივი ქორეოგრაფიული ანსამბლების მონაწილეობით გაიმართება კონცერტები.

ღონისძიების კულმინაციისთვის საგანგებოდ შეიქმნა ქორეოგრაფიული შოუ. გურამ ყურაშვილის სახელობის აფხაზეთის კაპელა შეასრულებს საქართველოს ჰიმნს.

საღამოს, დასკვნით კონცერტში, მოწვეული მუსიკოსები მიიღებენ მონაწილეობას. სადღესასწაულო კონცერტს დაასრულებს ჯგუფი „ურსა“.