ხილი, რომელიც კიბოს უჯრედებს კლავს - ამის შესახებ ბევრმა არ იცის
1749226022
ინდოეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოს მთავრობასა და ქართველ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.
„ვულოცავთ მთავრობასა და ქართველ ხალს დამოუკიდებლობის დღეს“, – წერს ინდოეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო სოციალურ ქსელ X-ში.
ასევე, საქართველოს მთავრობას, საგარეო საქმეთა მინისტრს, მაკა ბოჭორიშვილსა და ქართველ ხალხს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა ინდოეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სუბრაჰმანიამ ჯაიშანკარმა.
„მილოცვა საგარეო საქმეთა მინისტრ მაკა ბოჭორიშვილს, საქართველოს მთავრობას და ხალხს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით. გავაგრძელებთ ძალისხმევას ჩვენი ურთიერთობების გაღრმავების მიმართულებით“, – წერს ინდოეთის საგარეო საქმეთა მინისტრი.