22 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი
1745263525
ბრიუსელის ახალი გეგმა, რომლის მიხედვით ევროკომისიას ვიზალიბერალიზაციის შეჩერების ექსკლუზიური პრეროგატივა ენიჭება, ისევ პოლიტიკური დისკუსიის თემაა.
"ქართულ ოცნებაში" მიაჩნიათ, რომ სავიზო პოლიტიკა ბრიუსელმა შესაძლოა მესამე ქვეყნებზე ზეწოლისთვის, მათ შორის საქართველოსთან მიმართებით გამოიყენოს.
უვიზო რეჟიმის გაუქმების დიდ რისკებს ხედავს ოპოზიცია და სრულ პასუხისმგებლობას ამაზე სწორედ ხელისუფლებას აკისრებს:
"რეალურად, იმის ობიექტური რისკი, რომ საქართველომ დაკარგოს ვიზალიბერალიზაცია, ძალიან მაღალია. ამაზე პოლიტიკური პასუხისმგებლობა კი, რა თქმა უნდა, არის "ქართული ოცნების". ასეთ დროს, ოპოზიციური სპექტრი ვერაფერს იზამს. ის, რაც ჩვენ შეგვიძლია გავაკეთოთ, არის ახალი არჩევნების გზით ამ ხელისუფლების შეცვლა," - აცხადებს პარტია "ლელო - ძლიერი საქართველოს" საერთაშორისო მდივანი გიგოლ გეგელია.