ირანულმა რაკეტამ ბენ გურიონის უნივერსიტეტის ექვსი კვლევითი ლაბორატორია გაანადგურა, ცხრა კი დააზიანა
1750863282
იმედია, 2 ივლისს გიორგი გახარია საგამოძიებო კომისიაზე გამოცხადდება, ვფიქრობ, მას ჯერ კიდევ ესმის, რომ ეს სამართლებრივთან ერთად პოლიტიკური პროცესია და საგამოძიებო კომისიის წინაშე გამოუცხადებლობა პირის პოლიტიკურ გარდაცვალებასაც ნიშნავს, – ამის შესახებ პარლამენტის საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარემ, თეა წულუკიანმა განაცხადა.
მისი თქმით, საგამოძიებო კომისიას გიორგი გახარიასთან 2012 -2025 წლებთან დაკავშირებით აქვს კითხვები.
„გიორგი გახარია ამბობს, რომ სახელმწიფო ინტერესები არ დამიზიანებიაო არც ქვეყნის შიგნით, არც ქვეყნის გარეთ, საგუშაგოს გახსნის შედეგად სახელმწიფოს არ დაუკარგავს ტერიტორიებიო. ამის შემდეგ კომისიის წინაშე გამოცხადდა სოფლის მაცხოვრებელი, რომელმაც თქვა, რომ ე.წ. საკოლმეურნეო ტყის 100 ჰექტარი გახარიას მიერ საგუშაგოს ჩაყენების შემდეგ ოკუპანტმა დაიკავა და საოკუპაციო ხაზი გადმოიწია. როდესაც ორი ერთმანეთისგან დიამეტრულად განსხვავდებული ჩვენება გვაქვს, ნებისმიერ გამოძიებაში ბუნებრივად იწვევს იმ პირველი პირის დაბარებას, რომელმაც სხვა რამ თქვა“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.
მისი თქმით, სამუშაოს მიზნებიდან გამომდინარე საგამოძიებო კომისიაზე გიორგი გახარიას მოსვლა საინტერესოა.
„მასთან ასევე გვაქვს 2012 -2025 წლებთან დაკავშირებული კითხვები, კერძოდ კი, საგარეო ასპარეზზე მისი საქმიანობის შესახებ, ვინაიდან მან განაცხადა, რომ ნიკა მელიას საკითხზე გადადგომის გადაწყვეტილებას კონკრეტული დღის დილას ვიდრე მიიღებდა, წინა ღამეს, თუ წინა დღეებში აშშ-ის ელჩს შეხვდა. იმედი მაქვს, 2 ივლისს გიორგი გახარია საგამოძიებო კომისიაზე გამოცხადდება. ვფიქრობ, სხვებისგან განსხვავებით, მას ჯერ კიდევ ესმის, რომ ეს სამართლებრივთან ერთად პოლიტიკური პროცესია და საგამოძიებო კომისიის წინაშე გამოუცხადებლობა, სულ რომ პროკურატურამ დისკრეცია გამოიყენოს და თქვას, რომ რა მოხდა მერე, თუ ამ მოვიდა კომისიაზეო, საგამოძიებო კომისიის წინაშე რომ არ ცხადდები, პირის პოლიტიკურ გარდაცვალებასაც ნიშნავს. ეს არის პოლიტიკის ანაბანა“, – განაცხადა თეა წულუკიანმა