კლინიკებში მიმართვიანობა გაიზარდა - რომელი ვირუსები ცირკულირებს საქართველოში
1734784051
იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილე დავით მათიკაშვილმა „დღის ქრონიკაში“ ბუნდესტაგში საქართველოს თემაზე გამართული განხილვა და გარე აქტორების ინტერესები შეაფასა. მან აქვე აღნიშნა, რომ რადიკალური ოპოზიცია წინასაარჩევნო პერიოდში ამომრჩეველთან შეხვედრის ნაცვლად უცხოეთში დადის და „იქიდან მიღებული ენერგიით ცდილობს საკუთარ ქვეყანაში არჩევნებზე რაიმე წარმატებას მიაღწიოს“.
„ბუნდესტაგში გამართული ეს შეხვედრაც და ეს რეზოლუციაც ამ შინაარსის ერთ-ერთი გაგრძელება, ევროპარლამენტში დაწყებული ყოვლად უსამართლო, ფაქტობრივად შინაარსისგან დაცლილი დოკუმენტის გაგრძელებაა.
ამ რეაქციებით, რომელიც ჩვენი ევროპელი კოლეგებისგან გვესმის, კიდევ უფრო მეტად გვიმყარდება ის აზრი, რომ ჩვენი ქვეყნის როლი ამ მსოფლიო გამოწვევების ეტაპზე, რომელიც დღეს უკრაინაში ომის პირობებში არსებობს, არის იმდენად მნიშვნელოვანი და აქ არსებული პოლიტიკური ვითარების მართვა იმდენად მნიშვნელოვანია გარკვეული ძალებისთვის უცხოეთში, რომ ბევრი ნაბიჯი ევროპაში გადაიდგმება საქართველოსთან არსებული ურთიერთობების გათვალისწინებით. თუნდაც, გამჭვირვალობის შესახებ კანონის ინიციირების უკან გაწვევა, რაც ევროკავშირში მოხდა, რომლის განმარტებით ბარათში ეწერა, რომ ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ „მორალური უფლება აღარ გვექნება, ქართველებს გამჭვირვალობის კანონის უკან გაწვევა მოვთხოვოთო“.
იმდენად მნიშვნელოვანია საქართველოს როლი და აქ პოლიტიკური სიტუაციების მართვა გარკვეული ძალებისთვის, რომ მიდიან ყველა ნაბიჯზე - არადიპლომატიურ, არამეგობრულ, იმ ურთიერთობებისთვის არადამახასიათებელს, რომელიც მაგალითად, ჩვენ და გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკას გვაქვს ათწლეულების განმავლობაში, ოღონდ კი თავისი მრუდე დღის წესრიგი - ქვეყანაში პოლიტიკური სიტუაციის ხელში ჩაგდება და მერე იმ გეგმების განხორციელება, რაც ამ ე.წ. გლობალური ომის პარტიას საქართველოსგან უნდა, შეასრულონ.
ჩვენ გვესმოდა ალტერნატიული მოსაზრებაც გერმანიის საკანონმდებლო ორგანოდან, ისევე, როგორც ბრიუსელიდან. ძალიან საინტერესოა ამ ადამიანების მოსმენა, დღეს ისინი უმრავლესობაში არ არიან როგორც ერთ, ისე მეორე საკანონმდებლო ორგანოში, მაგრამ ეს საღი აზრი პირდაპირ ეუბნება საკუთარ მოქალაქეებს, გერმანელებო, არ შეიძლება, ჩაერიოთ საქართველოს პოლიტიკურ დღის წესრიგში და პოლიტიკურ ცხოვრებაში, დაუშვებელია, კანდიდატ ქვეყანას შუბლზე იარაღი მიაბჯინო ამ რეზოლუციებით, არ შეიძლება, უსამართლობის განცდა გაუჩინო ხალხს, სადაც ბიძინა ივანიშვილის დასანქცირებას და კრიმინალი სააკაშვილის გათავისუფლებას ითხოვ. ომის ქარ-ცეცხლში შეიძლება გაეხვიოს მყისიერად, ისეთი სანქციების დაწესებას ავალდებულებ ქართულ მხარეს. ეს ქართულ ელექტორატში ადეკვატურ რეაქციას გამოიწვევს აუცილებლად”, - განაცხადა დავით მათიკაშვილმა.