13 ადგილი სახლში, რომელსაც ქურდები პირველ რიგში ამოწმებენ
1771878200
პირველი მარტიდან, უცხო ქვეყნის მოქალაქეებს კურიერებად, გიდებად და ტაქსის მძღოლებად მუშაობა აღარ შეეძლებათ. აკრძალვა მუდმივი ბინადრობის არმქონე უცხოელებს შეეხება, თვითდასაქმებული უცხოელებისთვის კი წესები პირველი მაისიდან ამოქმედდება. კანონის დარღვევის შემთხვევაში, პასუხისმგებლობა როგორც დამსაქმებელს, ისე დასაქმებულს ეკისრება.
ცვლილებები შეეხება იმ უცხოელებსაც, ვისაც კანონით შრომითი საქმიანობის უფლება მიეცემათ - მათთვის მუშაობის ნებართვის აღება ფასიანი იქნება. იმ სამუშაო ადგილებზე, სადაც მუშაობა ოფიციალურად აეკრძალებათ უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, საქართველოში ჭარბი კონკურენციაა, პრემიერის ინიციატივა კი საქართველოს მოქალაქეების ინტერესების დაცვას ემსახურება.
"იმ სფეროებში, სადაც შესაძლებელია საქართველოს მოქალაქეები დასაქმდნენ, ბუნებრივია, ეს სფეროები არ უნდა იყოს გაჯერებული იმ მიგრანტებით, უცხოელებით, ვისაც მუდმივი ბინადრობის ადგილი არ გააჩნიათ, და ამ მხრივ სახელმწიფო შესაბამის წახალისებას ახდენს ადგილობრივი დასაქმებული პირებისთვის, ჩვენი მოქალაქეებისთვის, რომ სწორედ მათი მეშვეობით მოხდეს ამ სფეროების გაჯერება დასაქმების თვალსაზრისით. არის რაღაც გარკვეული სფეროები, სადაც არ ყოფნის ადგილობრივი შესაბამისი ძალა იმისთვის, რომ თავი გაართვას ამოცანებს და გამოწვევებს, აქ, ბუნებრივია, სახელმწიფო შესაბამისად, პირიქით უქმნის შესაძლებლობას", - აცხადებს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილი