1500 და 4500 ლარი ოჯახებს - ნახეთ, ხართ თუ არა იმ პირთა სიაში, ვინც ფინანსურ დახმარებას მიიღებს
1747049356
ისრაელი ჰააგის სასამართლოს იურისდიქციას არ აღიარებს და ღაზაში ომის დანაშაულების ჩადენას უარყოფს. სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილებას, ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ უკვე გამოეხმაურა და მას მართლმსაჯულების ისტორიაში, შავი დღე უწოდა.
„ისრაელი არ ცნობს და არ აღიარებს ამ გადაწყვეტილებას. ეს არის ანტისემიტური აქტი, რომელსაც აქვს ერთი მიზანი, შეგვიზღუდოს ბუნებრივი უფლება, დავიცვათ თავი მტრებისგან, რომლებსაც ჩვენი განადგურება სურთ. სასამართლო, რომელიც კაცობრიობის დასაცავად შეიქმნა, დღეს კაცობრიობის მტერი გახდა. ჰააგის სასამართლო არაფერს აკეთებს, როცა „ჰამასს“ 101 ადამიანი მძევლად ჰყავს. ბოდიში, დღეს მათ გამოსცეს დაკავების ორდერი მუჰამედ დეიფის ცხედრის მიმართ“, - განაცხადა ნეთანიაჰუმ.