VIDEO: როგორ შეხვდა მატჩის დასრულების შემდეგ ჩეხეთის მწვრთნელი ქართველ ფეხბურთელებს
1732055139
საზოგადოება „ქართული“ ტელეკომპანია ,, იმედის" ჟურნალისტებსა და მის ხელმძღვანელობას მხარდაჭერას უცხადებს.
„გვინდა სრული მხარდაჭერა გამოვუცხადოთ ტელეკომპანია „იმედის“ თანამშრომლებსა და ხელმძღვანელობას, რომელთაც დღეს მუშაობა უწევთ „კოლექტიური ნაციონალური მოძრაობის“ მიერ გენერირებული და მათი პატრონების მიერ წახალისებული სიძულვილის ატმოსფეროსა და აღვირახსნილი ძალადობის პირობებში“, - აღნიშნულია გავრცელებულ წერილში.
19 ნომებერს, ტელეკომპანია „იმედმა“ უსაფრთხოების მიზნით საპროტესტო აქციიდან გადამღები ჯგუფების გაყვანის გადაწყვეტილება მიიღო, ვინაიდან შეუძლებელი გახდა ადგილზე მუშაობა. დაზიანებულია „იმედის“ ტექნიკა, უმძიმეს შეურაცხყოფას აყენებდნენ ჟურნალისტებს. მეგი ნარსავიძეს და მასთან ერთად მომუშავე ოპერატორს რადიკალებმა წყალი შეასხეს.
აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ კი „იმედის“ ჯგუფს ასე მიმართა - გისურვებთ 7 ნოემბერს.