დაგროვებითი პენსია 15 458 პირმა გაიტანა - რა შემთხვევაში შეგიძლიათ თანხის მიღება
1736626219
ჩვენ გვესმის, რომ მაღალი აქტივობა აღიზიანებს რადიკალურ ოპოზიციას, ასევე, მათ მედიასაშუალებებს, თუმცა, კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ამომრჩევლისთვის ხელის შეშლა და ამომრჩეველთა მობილიზაციისთვის ხელის შეშლა არის არჩევნების საწინააღმდეგო მოვლენა, - განაცხადა „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ.
როგორც მან აღნიშნა, ამომრჩევლისთვის და ამომრჩეველთა მობილიზაციისთვის ხელის შეშლა საარჩევნო პრინციპებს ეწინააღმდეგება. პრემიერმა ყველას მოუწოდა, ხელი შეუწყონ არჩევნების მშვიდ ვითარებაში ჩატარებას.
„ამომრჩეველთა მობილიზაციისთვის ხელის შეშლა არის არჩევნების საწინააღმდეგო მოვლენა, ეწინააღმდეგება პრინციპებს და ყველას მოვუწოდებ, რომ უზრუნველყონ მშვიდი საარჩევნო გარემო მთელი დღის განმავლობაში.
ზოგადად, ყველა სუბიექტს, იქნება ეს პოლიტიკური პარტია, მედიასაშუალება თუ რიგითი მოქალაქეები, ყველას ვთხოვთ, რომ მაქსიმალურად ხელი შეუწყონ ამ არჩევნების მშვიდ ვითარებაში ჩატარებას.“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.