1745299467
გვაქვს მყარი მოლოდინი იმის, რომ ახალი ადმინისტრაციის პირობებში საქართველო-აშშ-ს ურთიერთობა არა მარტო დაუბრუნდება სტრატეგიული ურთიერთობის ჩარჩოს, არამედ ეს ჩარჩო იქნება კონკრეტული დღის წესრიგით გამდიდრებული - ირაკლი ქადაგიშვილი

გვაქვს მყარი მოლოდინი იმის, რომ ახალი ადმინისტრაციის პირობებში საქართველო-აშშ-ს ურთიერთობა არა მარტო დაუბრუნდება სტრატეგიული ურთიერთობის ჩარჩოს, არამედ ეს ჩარჩო იქნება კონკრეტული დღის წესრიგით გამდიდრებული, - განაცხადა რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ქადაგიშვილმა.
მისი თქმით, აშშ-ს ახალ ადმინისტრაციას და საქართველოს ხელისუფლებას შორის ბევრ საკითხზე არსებობს იდეოლოგიური თანხვედრა.
„ახალი ადმინისტრაცია ბევრს საკითხში, როგორ იდეოლოგიური კუთხით, ასევე, მსოფლიოში მიმდინარე გეოპოლიტიკურ პროცესებთან დაკავშირებით ხშირ შემთხვევაში იდენტურ პოზიციებს გამოხატავს. ამიტომ ჩვენ გვაქვს მყარი მოლოდინი იმის, რომ ახალი ადმინისტრაციის პირობებში საქართველო-აშშ-ს ურთიერთობა არა მარტო დაუბრუნდება სტრატეგიული ურთიერთობის ჩარჩოს, არამედ ეს ჩარჩო იქნება კონკრეტული დღის წესრიგით გამდიდრებული. ამერიკის შეერთებულ შტატებშიც არიან ის ძალები, რომლებიც ე.წ. „მეგობარი აქტის“ გარშემო არიან გაერთიანებული. გავიგეთ, რომ კიდევ 600 ათასი დოლარი ირიცხება დაახლოებით ასეთი საქმეებისთვის მაგრამ სახელმწიფოთა შორის ურთიერთობა ვფიქრობ, რომ უფრო მეტი პასუხისმგებლობით იქნება აღქმული ყველა მხრიდან და ამას წინ არაფერი არ დაუდგება“, - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.