„ჩემი ანგელოზი 24 წლის ასაკში წავიდა ამ ქვეყნიდან…” - ტრაგედია ვანო მაჭავარიანის ოჯახში
1734586697
საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილი ევროსაბჭოს გენერალური მდივნის საქართველოში ვიზიტს ეხმაურება.
მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლება თანამშრომლობს ევროპის სტრუქტურებთან, საუბრობს ცალკეული ქვეყნების პირველ პირებთან და ელჩებთან, რაც იმას ნიშნავს, რომ ლეგიტიმური არჩევნებით არჩეული ხელისუფლება აგრძელებს ქვეყნის აღმშენებლობას.
„ჩვენ გვაქვს აქტიური თანამშრომლობა, როგორც ევროპულ სტრუქტურებთან, ასევე სხვადასხვა ქვეყნის პირველ პირებთან, ასევე ელჩებთან. დღე არ გადის, რომ საგარეო საქმეთა მინისტრი კონკრეტული ქვეყნის ელჩს არ შეხვდეს. ეს ყველაფერი მეტყველებს იმაზე, რომ ჩვენს ქვეყანაში უკვე შემდგარი, ლეგიტიმური არჩევნების ფონზე, ქვეყანას ჰყავს ლეგიტიმური ხელისუფლება, ლეგიტიმური მთავრობა და ის ახორციელებს ქვეყნის მართვას და შემდეგ პროგრესს. ამას მიეჩვიოს ყველა და რეალობას გაუსწოროს თვალი“, - განაცხადა დავით მათიკაშვილმა.