ტურისტებმა მთებში განძი იპოვეს
1747917960
თუ საია ამბობს, რომ სასამართლომ არა სისხლის სამართლებრივი წესით, არამედ ადმინისტრაციული წესით უნდა დააჯარიმოს ის ადამიანი, რომელიც არ მოვა სავალდებულო წესით კომისიაზე, ეს ნიშნავს იმას, რომ საია აღიარებს, რომ კომისიაზე მოსვლა სავალდებულოა, - განაცხადა გადაცემა „დღის ქრონიკაში“ საუბრისას „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა გურამ მაჭარაშვილმა.
მაჭარაშვილი საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების კრიტიკას გამოეხმაურა.
„საია უნდა ჩამოყალიბდეს - აღიარებს პარლამენტის ლეგიტიმაციას, თუ არ აღიარებს. თუ აღიარებს პარლამენტის ლეგიტიმაციას, რატომ დგანან მაშინ იმ ადამიანებთან, რომლებიც ამბობენ, რომ პარლამენტი არალეგიტიმურია?! თუ საია ამბობს, რომ სასამართლომ არა სისხლის სამართლებრივი წესით, არამედ ადმინისტრაციული წესით უნდა დააჯარიმოს ის ადამიანი, რომელიც არ მოვა სავალდებულო წესით კომისიაზე, ეს ნიშნავს იმას, რომ საია აღიარებს, რომ კომისიაზე მოსვლა სავალდებულოა. ხომ ესაა ლოგიკა?! თუ ამას აღიარებ, მაშინ ისიც უნდა თქვა, რომ აღიარებული და ლეგიტიმურია პარლამენტი, რაც ისედაც ასეა. ჩვენ საია-ს აღიარება კი არ გვჭირდება, რამდენად აბსურდში არიან, იმის გაგებინება მინდა საზოგადოებისთვის“, - აღნიშნა მაჭარაშვილმა.