გურამ მაჭარაშვილი: თუ რამე აზიანებს ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებს, ეს არის მათ შორის USAID-ისა და NED-ის მიერ დაფინანსებული ორგანიზაციების „მოლოტოვის კოქტეილების“ სროლა, პარლამენტზე შტურმი და მერე ამის გასაღება ვითომ ეს არის ევროპული ღირებულება

გურამ მაჭარაშვილი

თუ რამე აზიანებს ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებს, ეს არის მათ შორის USAID-ისა და NED-ის მიერ დაფინანსებული ორგანიზაციების „მოლოტოვის კოქტეილების“ სროლა, პარლამენტზე შტურმი და მერე ამის გასაღება ვითომ ეს არის ევროპული ღირებულება, - განუცხადა ჟურნალისტებს „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, საპარლამენტო ოპოზიციის წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა.

„თუ რამე აზიანებს ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებს, ეს არის მათ შორის USAID-ისა და NED-ის მიერ დაფინანსებული ორგანიზაციების „მოლოტოვის კოქტეილების“ სროლა, პარლამენტზე შტურმი და მერე ამის გასაღება ვითომ ეს არის ევროპული ღირებულება. ეს აზიანებდა სწორედ ამერიკის პრესტიჟს. ეს თქვა აშშ-ის დღევანდელმა პრეზიდენტმა და ადმინისტრაციამ, რომ მათ უნდათ აღადგინონ შეერთებული შტატები როგორც მშვიდობის მყოფელი ქვეყანა“, - აღნიშნა მაჭარაშვილმა.