დააკვირდით ამ ციფრებს - რას ნიშნავს თქვენს პასპორტში მითითებული პირადი ნომერი
1732311895
სალომე ზურაბიშვილი არა მხოლოდ უკუღმა ლაპარაკობს, არამედ უკუღმა კითხულობს კიდეც ყველაფერს, - განაცხადა „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, უმრავლესობის წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა, რითაც გამოეხმაურა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში შესულ ორ სარჩელს - ერთი საქართველოს პრეზიდენტის მხრიდან და მეორე საქართველოს პარლამენტის წევრთა ერთი მეხუთედის ავტორობით.
„საკონსტიტუციო სარჩელი შეიტანა რაღაც გამოგონილ ნორმებზე, შეესაბამება თუ არა კონსტიტუციასო და პირველის ხდომის ჩატარება და პარლამენტის წევრების არჩევა აქ რა შუაშია საერთოდ ეს ვერ დაადგინა და ვერც დაადგენს ვერასდროს“, - აღნიშნა გურამ მაჭარაშვილმა.