გურამ მაჭარაშვილი - „ნაციონალური მოძრაობა“ ხელისუფლების წყაროს ხალხში არასდროს ხედავდა, უცხოეთში ხედავდა, ახლაც ასეა, რასაც ეტყვიან, იმას გააკეთებენ

გურამ მაჭარაშვილი

„ნაცმოძრაობისა“ და მისი ფილიალების პატრონები მიხვდნენ, რომ ესენი არაფრის მაქნისები არიან, არც რევოლუციის და არც ძალადობრივი აქციის მომწყობები, ამიტომ, ჩათვალეს, იქნებ, არჩევნებში მაინც მივაღებინოთ მონაწილეობაო, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, არჩევნებში მონაწილეობას მიიღებენ თუ არა, ამას მნიშვნელობა არ აქვს, არც ქართული სახელმწიფოსთვის და არც ცივილიზაციური სამყაროსთვის.

„რეზოლუციის ეს სამტვრევი ნაწილი დაიტოვონ, გვარამიამ და მისმა კოლეგებმა თავი იმტვრიონ, რა უთხრეს მისმა პატრონებმა. ეს ჩვენი თავის ტკივილი არ არის. გვინდა, ქვეყანა განვითარდეს, არჩევნები ნორმალურად ჩატარდეს და ჩატარდება კიდეც. არჩევნებში მონაწილეობას მიიღებენ თუ არა „ნაცმოძრაობა“ და მისი ფილიალები, მნიშვნელობა არ აქვს, არც ქართული სახელმწიფოსთვის და არც ცივილიზაციური სამყაროსთვის. მონაწილეობას თუ არ მიიღებენ, პოლიტიკურად გაქრებიან, თუ მიიღებენ – დამარცხდებიან. ეს ძალიან კარგად იციან. ამ ე.წ. მოწოდებაში, სადაც ვერ შეთანხმებულან, უნდა მიიღონ თუ არა მონაწილეობა, ზუსტად ჩანს, რომ მათი პატრონები მიხვდნენ, ესენი არაფრის მაქნისები არ არიან – არც რევოლუციის და არც ძალადობრივი აქციის მომწყობები. ამიტომ, ჩათვალეს, იქნებ, არჩევნებში მაინც მივაღებინოთ მონაწილეობაო. სხვათა შორის, ერთ-ერთმა მათმა ლიდერმა, უგულავამ და სხვებმა პირდაპირ თქვეს, რომ თუ გვეტყვიან უცხოელები მოგვიწევს, მონაწილეობა მივიღოთო. მათი რეიტინგი დაცემულია, მაგრამ რასაც უცხოეთიდან ეტყვიან, იმას გააკეთებენ. „ნაციონალური მოძრაობა“ ხელისუფლების წყაროს ხალხში არასდროს ხედავდა, უცხოეთში ხედავდა, ახლაც ასეა, რასაც ეტყვიან იმას გააკეთებენ“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.