13 წლით პატიმრობა მიუსაჯეს, მაგრამ დაჭერა დაავიწყდათ - კორნელიუს ანდერსონის უცნაური ამბავი
1749029040
როდესაც აცხადებ, რომ არჩევნებში მონაწილეობას არ იღებ, განწირული ხარ არა მხოლოდ თამაშგარე მდგომარეობაში გადასასვლელად, არამედ იმისთვის, რომ აუცილებლად დასრულდები, - განაცხადა „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, საგამოძიებო კომისიის წევრმა გურამ მაჭარაშვილმა „ნაციონალური მოძრაობის“ მისამართით.
„როდესაც აცხადებ, რომ არჩევნებში მონაწილეობას არ იღებ, განწირული ხარ არა მხოლოდ თამაშგარე მდგომარეობაში გადასასვლელად, არამედ იმისთვის, რომ აუცილებლად დასრულდები. 2012 წელს დატოვა ის [„ნაციონალური მოძრაობა“] ქართველმა ხალხმა თამაშგარე მდგომარეობაში. დაახლოებით 2-3 თვის წინ დედას იფიცებდა ყველა სათითაოდ „ნაცმოძრაობა“ და მისი ფილიალები, რომ არ მივიღებთ [არჩევნებში] მონაწილეობასო, ახლა ამბობენ, რომ „ნიჩურიტები“ გვქონდა როდესაც ვიფიცებდითო. მიიღებენ [მონაწილეობას არჩევნებში] დამარცხდებიან, არ მიიღებენ - გაქრებიან“, - აღნიშნა მაჭარაშვილმა.
თვითმმართველობის არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე ოპოზიციაში კრიზისი ღრმავდება. ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობის მსურველთა რაოდენობა იზრდება. გახარიას პარტიისა და „ლელოს“ შემდეგ, არჩევნებში მონაწილეობაზე მინიშნებები „თავისუფლების მოედანმაც“ გააკეთა. ამ გადაწყვეტილებას ღალატად მიიჩნევენ „ნაციონალურ მოძრაობასა“ და პარტია „ახალში“.