ცნობილია, როდის დამთავრდება სკოლებში პირველი სემესტრი
1760955673
ამერიკული „ფარას“ მეშვეობით იგებდა ქართული საზოგადოება, თუ სად მიდიოდა ის თანხები, რომლებიც ირიცხებოდა „ენჯეოების“ ანგარიშებზე, - განუცხადა „ქრონიკას“ „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა გურამ მაჭარაშვილმა.
გურამ მაჭარაშვილის თქმითვე, ვითომ „ჰუმანური“ იდეებისთვის გადმორიცხული თანხები ხმარდება შემდეგ „მოლოტოვის კოქტეილის“ შეძენას, პოლიციელებზე ქვების სროლას.
„როგორი იყო „ენჯეოების“ და მათი პატრონების პოზიცია, რომ მათი საქმიანობა ისედაც გამჭვირვალეა, თითოეული თეთრი იცის საქართველოს მოქალაქემ სად ირიცხება, რისთვის და ა.შ. შემდეგ აღმოჩნდა არაერთხელ, რომ ამერიკული „ფარას“ მეშვეობით იგებდა ქართული საზოგადოება, თუ სად მიდიოდა ის თანხები, რომლებიც ირიცხებოდა „ენჯეოების“ ანგარიშებზე. როდესაც ჩვენ მივიღეთ ერთი-ერთში ამერიკული „ფარას“ მსგავსი საქართველოში, ამის შემდგომ უკვე დაუმალეს თანხები. ანუ, არ ასაჯაროებენ თანხებს „ენჯეოს“ წარმომადგენლები საქართველოში, რომელთაც უცხოეთიდან იმდენი არა, მაგრამ მაინც ერიცხებათ თანხები.
ვითომ „ჰუმანური“ იდეებისთვის გადმორიცხული თანხები ხმარდება შემდეგ „მოლოტოვის კოქტეილის“ შეძენას, პოლიციელებზე ქვების სროლას“, - აღნიშნა გურამ მაჭარაშვილმა.
ცნობისთვის, რუსთაველის გამზირზე ხელოვნური პროტესტის შესანარჩუნებლად ევროკომისია არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის მილიონობით ლარის გამოყოფას განაგრძობს. გაშიფრულია მორიგი სქემა. უნივერსიტეტების მსგავსად სარგებლობენ „უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის“ კანონით დაშვებული გამონაკლისით. ევროკომისიიდან თანხის მიმღები და შემდგომ ფინანსების საქართველოში გადამანაწილებელი არის არასამთავრობო ორგანიზაცია: „წამების მსხვერპლთა ფსიქო-სოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის საქართველოს ცენტრი“.