1744748868
გურამ მაჭარაშვილი: დროებითი საგამოძიებო კომისიის დღევანდელ სხდომაზე, მორიგ ჯერზე დადასტურდება „ნაცმოძრაობის“, როგორც დამნაშავე რეჟიმის არსებობა

საზოგადოება მორიგ ჯერზე იხილავს მტკიცებულებებს, ახსნა-განმარტებებს, რითაც მორიგ ჯერზე დადასტურდება ნაცმოძრაობის, როგორც დამნაშავე რეჟიმის არსებობა, - განაცხადა პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა. მან ისაუბრა კომისიის დღევანდელი სხდომის შესახებ.
„ჩვენ ვაგრძელებთ რა თქმა უნდა მუშაობას. რაც შეეხება ბატონი ჯონდის [ბაღათურია] დაბარებას, მასთან კომუნიკაციის შედგა, მას აქვს გარკვეული მასალები და თავადაც მოჰყვება იმ ფაქტების შესახებ რასაც ადგილი ჰქონდა არაერთგზის სამწუხაროდ ნაცმოძრაობის ხელისუფლების ყოფნის დროს. საზოგადოება მორიგ ჯერზე იხილავს მტკიცებულებებს, ახსნა-განმარტებებს, რითაც მორიგ ჯერზე დადასტურდება ნაცმოძრაობის, როგორც დამნაშავე რეჟიმის არსებობა“, - აღნიშნა მაჭარაშვილმა.
დროებითი საგამოძიებო კომისიის მორიგი სხდომა დღეს გაიმართება. კომისიის წევრების კითხვებს ჯონდი ბაღათურია უპასუხებს.