საჯარო სკოლებში ახალი ცვლილება ამოქმედდება
1742204550
გუბაზ სანიკიძე ოპოზიციური გაერთიანების ორპირობის სიმბოლოა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.
ვოლსკის თქმით, „დღეს სხვას ამბობენ, ხვალ სხვას იტყვიან და შეიძლება, იგივე საკითხზე თავიანთი კომენტარი კიდევ შეცვალონ“.
„ერთმანეთში შელაპარაკებაც არაერთხელ მოსვლიათ, მაგრამ მითითება იყო, რომ სალომე ზურაბიშვილი თამარ მეფედ უნდა ეღიარებინათ, თუმცა რამდენიმე დღე გავიდა და მას საკმაოდ დიდი შეურაცხყოფა მიაყენა. ამის უკან რა დევს? – ამის უკან გარკვეული პოლიტიკური მოსაზრებები და სცენარში აღრევები დევს, რასაც რევოლუციური და დესტაბილიზაციის განვითარების საქმეში სხვადასხვა სცენარისტის ჩართულობა ჰქვია. ამ ვითარებაში ხან სააკაშვილის შემოჭრა ხდება მისი უკმაყოფილებით არსებული სცენარისტების გამო და ასევე ხდება სააკაშვილის მიმართ ერთგულების დამტკიცება სანიკიძის მხრიდან, რომელიც ელოდება, რომ ადრე იქნება თუ გვიან, სააკაშვილი ლიდერი იქნება“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.
ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა, გუბაზ სანიკიძემ განაცხადა: „სალომე ზურაბიშვილის პოზიციები უკვე ძალიან სუსტია, რამეზე შეათანხმა ოპოზიცია? რამეს მოაბა თავი? რამდენი პროექტი დაიწყო, იმდენი ჩააფლავა, რამე ვალი გვაქვს ამ ქალის?“