გთხოვთ, ნუ გამოაყენებინებთ თქვენს გულწრფელ და ალალ გრძნობებს ცხვრის ტყავში გახვეულ მგლებს - დამნაშავე ნაცბანდას - მამა დავით რუხაძე

დავით რუხაძე

„როგორც საქართველოს სამოციქულო ეკლესიის მღვდელმსახური, მკვეთრად ვემიჯნები იმ ვაკხანალიას, რასაც მესამე დღეა ადგილი აქვს რუსთაველის გამზირზე,,, მინდა მივმართო ჩვენს ახალგაზრდობას: " შვილებო მე მჯერა თქვენი ალალი გრძნობების, მჯერა რომ ძალიან გიყვართ სამშობლო, განმსჭვალული ვარ თქვენდამი პატივისცემით და გთხოვთ ნუ გამოაყენებინებთ თქვენ გულწრფელ და ალალ გრძნობებს ცხვრის ტყავში გახვეულ მგლებს: დამნაშავე ნაც- ბანდას, "" ტრაგედია დაღმაშენებელს"" , ყაჩაღ- ბანკირთა ე. .წ " ლელოს" , შარვალჩახდილ გირჩელებს,,,, და სხვა ქვეყნის გარედან მართულ აგენტ პოლიტიკოსებს, რომელთათვის მთავარია არა სამშობლო, არამედ პირადი გამორჩენა და დივიდენდების მიღება თავიანთი პატრონებისგან ! ეს ხალხი თავიანთი ბინძური მიზნების მისაღწევად იყენებს თქვენს გულწრფელ და ალალ სურვილს, იდგეთ ქვეყნის ინტერესების სადარაჯოზე! ეს კი მხოლოდ ღმერთთან და ეკლესიასთან ურთიერთობით, კარგი სწავლით, ნაკითხობით, საკუთარი პროფესიის კარგად დაუფლებით მიიღწევა! როგორც ერთ- ერთი რიგითი მღვდელი უმორჩილესად გთხოვთ არ მიიღოთ მონაწილეობა ქვეყნის არევაში და უნებლიედ არ გახდეთ სამშობლოს გამყიდველ პოლიტიკოსთა ხელში ბრმა იარაღი!“ - წერს მამა დავით რუხაძე სოციალურ ქსელში.