გივი მიქანაძე ჟურნალისტებზე ძალადობის ფაქტებზე: ეს პროცესები შეიძლება შეფასდეს როგორც ნეობოლშევიკური ან იგივე ლიბერალურ-ფაშისტური დამოკიდებულების მორიგი გამოვლენა

გივი მიქანაძე

 მთელი საზოგადოება ხედავს, რომ ეს ადამიანები არიან აგრესიაზე, ქაოსზე, ბულინგზე და შეურაცხყოფაზე ორიენტირებულები. ეს არის ხელწერა, რომელიც შთამომავლობით მოჰყვებათ წინა ხელისუფლებისგან, - განაცხადა განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ გივი მიქანაძემ.

უმრავლესობის დეპუტატი გამოეხმაურა ჟურნალისტებზე ძალადობას და ბულინგს.

„ეს პროცესები შეიძლება შეფასდეს როგორც ნეობოლშევიკური ან იგივე ლიბერალურ-ფაშისტური დამოკიდებულების მორიგი გამოვლენაკონკრეტული აგრესიული ჯგუფებისგან, რომლებიც იმართებიან ან უშუალოდ წარმოადგენენ რადიკალური ფრთის წარმომადგენლებს. მთელი საზოგადოება ხედავს, რომ ეს ადამიანები არიან აგრესიაზე, ქაოსზე, ბულინგზე და შეურაცხყოფაზე ორიენტირებულები. მათი ხელწერა საზოგადოებისთვის ცნობილია, რადგან ეს არის ის ხელწერა, რომელიც შთამომავლობით მოჰყვებათ წინა ხელისუფლებისგან“, - განაცხადა მიქანაძემ.