გივი მიქანაძე: საგამოძიებო კომისიის საქმიანობა ასეთი ფაქტების შესწავლით, კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რაოდენ მნიშვნელოვანი იყო ამ კომისიის შექმნა

გივი მიქანაძე

საგამოძიებო კომისიის საქმიანობა ასეთი ფაქტების შესწავლით კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რაოდენ მნიშვნელოვანი იყო ამ კომისიის შექმნა, განაცხადა განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე გივი მიქანაძემ. მისი თქმით, ყოველ სხდომაზე, საზოგადოება თვალნათლივ ხედავს, თუ როგორ ირღვეოდა წინა ხელისუფლების პერიოდში ადამიანის უფლებები.

„საზოგადოებისთვის რამდენადაც მძიმე არ უნდა იყოს ამ ყოველივეს მოსმენა, ფაქტია, რომ ეს აუცილებელია სულ მცირე პრევენციის მიზნით, რომ საქართველოში მსგავსი არასოდეს არ განხორციელდეს. დღითიდღე ჩვენ კიდევ უფრო მეტად ვრწმუნდებით, თუ როგორ ხდებოდა ადამიანის უფლებების დარღვევა განსაკუთრებით 2003-2012 წლებში“, - აცხადებს მიქანაძე.

დროებითი საგამოძიებო კომისიის მორიგი სხდომა დღეს გაიმართება. კომისიის წევრების კითხვებს ჯონდი ბაღათურია უპასუხებს.