გივი მიქანაძე: დღითიდღე კიდევ უფრო მეტად ვრწმუნდებით, თუ როგორ ხდებოდა ადამიანების უფლებების დარღვევა განსაკუთრებით 2003-2012 წლებში

გივი მიქანაძე

დღითიდღე კიდევ უფრო მეტად ვრწმუნდებით, თუ როგორ ხდებოდა ადამიანების უფლებების დარღვევა განსაკუთრებით 2003-2012 წლებში, - განაცხადა განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე გივი მიქანაძემ.

„საგამოძიებო კომისიის საქმიანობა ასეთი ფაქტების შესწავლით კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რაოდენ მნიშვნელოვანი იყო ამ კომისიის შექმნა. რამდენადაც მძიმე არ უნდა იყოს საზოგადოებისთვის ამ ყოველივეს მოსმენა, ფაქტია, რომ ეს აუცილებელია სულ მცირე პრევენციისთვის, რომ საქართველოში მსგავსი არასოდეს განხორციელდეს. დღითიდღე კიდევ უფრო მეტად ვრწმუნდებით, თუ როგორ ხდებოდა ადამიანების უფლებების დარღვევა განსაკუთრებით 2003-2012 წლებში“, - აღნიშნა მიქანაძემ.