1750275052
გივი მიქანაძე და გიორგი ჩაკვეტაძე უნგრეთის მმართველი პარტიის ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრებს შეხვდნენ

პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე გივი მიქანაძე და თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ჩაკვეტაძე უნგრეთის მმართველი პარტიის ახალგაზრდული ორგანიზაციის (Fidelitas) წევრებს შეხვდნენ.
შეხვედრაზე გაცვლითი პროგრამებისა და ერთობლივი პროექტების განხორციელების შესაძლებლობები განიხილეს. ასევე ისაუბრეს ქვეყნებს შორის ახალგაზრდული კავშირების გაძლიერებასა და გამოცდილების ურთიერთგაზიარებაზე.
"უნგრეთის მმართველი პარტიის ახალგაზრდული ორგანიზაციის პრეზიდენტს და წევრებს კომიტეტის საქმიანობის ძირითადი მიმართულებები გავაცანით. ასევე, ვისაუბრეთ იმ პროექტებზე, რომლებიც განათლებისა და ახალგაზრდობის პოლიტიკის მიმართულებით საქართველოში ხორციელდება", - განაცხადა გიორგი ჩაკვეტაძემ შეხვედრის დასრულების შემდეგ.