გივი ჩხარტიშვილი: ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი პროგრამა და პროექტი განხორციელდა დიდუბის რაიონში

გივი ჩხარტიშვილი

„ქართული ოცნების“ დიდუბის მაჟორიტარობის კანდიდატმა გივი ჩხარტიშვილმა „დღის ქრონიკაში“ რაიონისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე ისაუბრა.

„როგორც მოგეხსენებათ, მე მოქმედი მაჟორიტარი დეპუტატი ვარ, ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი პროგრამა და პროექტი განხორციელდა დიდუბის რაიონში და, როგორც მოგეხსენებათ, ახალი საზღვრებიც დაემატა - ერთ-ერთი უძველესი უბანი, პლეხანოვი. ძალიან ბევრი რამ არის გაკეთებული ამ უბანში, მაგრამ, მოგეხსენებათ, ეს ისტორიული არეალია და არსებობს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მქონე შენობები, ასევე ავარიული შენობები. ზოგადად, დედაქალაქში ამ მიმართულებით ბევრი გამოწვევაა და ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ ამ პრობლემების მოსაგვარებლად. კახა კალაძის ინიციატივით, ავარიული სახლების ჩანაცვლების კონკრეტული პროგრამა დავუპირისპირეთ, რომელიც მოსახლეობის 100%-იანი თანხმობით, ავარიული შენობა-ნაგებობის ჩანაცვლებას ითვალისწინებს“, - განაცხადა ჩხარტიშვილმა.

პრიორიტეტულ საკითხებად მან ასევე დაასახელა დაუსრულებელი შენობების პრობლემა და დასახლებულ ტერიტორიაზე არსებული ლიანდაგები, რომლებზეც სატვირთო შემადგენლობები გადაადგილდება და რომელთა დემონტაჟიც იგეგმება.