რა არ უნდა გავაკეთოთ წითელ პარასკევს
1744919150
პარტია "ლელოს" წევრს, ლევან სამუშიას, "ღამის კურიერის" ეთერში, ჰკითხეს, გადაიხდიან თუ არა მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე 50 000-ლარიან გირაოებს, რაზეც ლევან სამურაიმ განმარტა, რომ გირაო ჯარიმა არ არის და ის გადამხდელს უკან უბრუნდება.
როგორც მან განაცხადა, აქედან გამომდინარე, გირაოს გადახდა პრობლემას არ წარმოადგენს.
"მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ არაერთხელ განაცხადეს, რომ ეს საგამოძიებო კომისია არის ყალბი, სიყალბის კომისია, ეს არის საქართველოს ინტერესების წინააღმდეგ მიმართული კომისია და ღალატის კომისია, შექმნილი გაყალბებული ე.წ. პარლამენტის მხრიდან. მამუკა ხაზარაძემ და ასევე ბადრი ჯაფარიძემ განაცხადა, რომ ნებისმიერ დროს, ნებისმიერ კითხვაზე მზად არის და მზად ვართო, მივიდეთ ნებისმიერ საგამოძიებო ორგანოში, სასამართლოში და გავცეთ პასუხი კითხვებს. სად არის კითხვები? იგონებენ, ამდენი ხნის განმავლობაში, ტალახს ესვრიან ამ ადამიანებს. თუ ერთი მაინც იყო, სად არის სისხლის სამართლის საქმე, სად არის სამოქალაქო საქმე, სად არის გამოძიება დაწყებული თუ ოდნავ რამე არსებობდა ამ ქვეყანაზე. ხომ მართლა ჩალით არ არის ეს ქვეყანა დახურული. ჩვენი მოქალაქეები ძალიან გონიერები არიან, ხალხნო, ერთი საქმე გვითხარით სისხლის სამართლის. ერთი საქმე აღძრეს ფულის გათეთრების თემაზე და ისიც თავზე ჩამოემხოთ თავიანთ სასამართლოზე. დღეს, ევროპის სასამართლომ ამ საქმეს და სხვა საქმეებს, როგორც მამუკა ხაზარაძის მიმართ, ასევე ბადრი ჯაფარიძის მიმართ გასაჩივრებულს პრიორიტეტი მიანიჭა და ძალიან მალე ვიხილავთ ამაზე გადაწყვეტილებას. რაც შეეხება გირაოს, თქვენ გირაო გგონიათ ჯარიმა? როდესაც საარბიტრაჟო სასამართლოს ბაჟის გადახდა მონათლეთ ჯარიმად, ეს სრული აბსურდია. მე პირადად ვეუბნებოდი, ვუმტკიცებდი, მაგრამ უტიფრად ხალხი გვეუბნებოდა, რომ ეს ჯარიმააო, რაც არარსებულია. დღეს, ჩვენ სასამართლოში რომ მიდის ადამიანი, მომსახურების ბაჟს იხდის და ეს ჯარიმად მონათლეს. ახლა, მინდა, საქართველოს მოქალაქეებს ვუთხრა, გირაო უკან ბრუნდება, გირაო არ არის ჯარიმა. აქედან გამომდინარე, გირაოს გადახდა რა პრობლემაა. რაზეა საერთოდ საუბარი", - განაცხადა ლევან სამუშიამ.
ცნობისთვის, პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე გამოუცხადებლობის გამო, თბილისის პროკურატურამ, კომისიის საჩივრის საფუძველზე, მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის წინააღმდეგ საქმე აღძრა. თბილისის საქალაქო სასამართლომ, ხაზარაძეს და ჯაფარიძეს 50 - 50 ათასი ლარის გირაოს გადახდა დააკისრა.
რა არ უნდა გავაკეთოთ წითელ პარასკევს
1744919150