თბილისში, „მერვე ლეგიონის" დასახლებაში აფეთქება მოხდა
1731848424
პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ცესკოს თავმჯდომარეზე განხორციელებულ თავდასხმას გამოეხმაურა. გიორგი ვოლსკის თქმით, ეს მოხდა წინასწარგანზრახვით და არის იმ სცენარის ნაწილი, რომელიც ხელისუფლების დამხობის წინაპირობების მომზადებას ითვალისწინებს.
„რასაკვირველია ეს მხოლოდ სისხლის სამართლის დანაშაული არ არის, ეს არის იმ ბოროტი სცენარის შემადგენელი ნაწილი, რასაც ჰქვია ხელისუფლების ძალადობრივი დამხობისთვის წინაპირობების მომზადება. ეს რევოლუციური სცენარის ნაწილია და რასაკვირველია წინასწარ განზრახვით მოხდა“, - განაცხადა ვოლსკიმ.
ცესკოში სხდომა დაპირისპირებით დაიწყო. „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა დავით კირთაძემ გიორგი კალანდარიშვილს შავი ფერის სითხე შეასხა.
მომხდარზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო.
ილია მეორე განცხადებას ავრცელებს
1731781222