ლოცვა, რომელიც გიორგობას უნდა წაიკითხოთ
1732307043
მსოფლიოში პოლიტიკური ლანდშაფტი იცვლება, საქართველოს გარშემო ცეცხლია დანთებული და ბევრი გარემოებებია, რომლებიც მნიშვნელოვანი რესურსის მობილიზებას მოითხოვს ხელისუფლებისაგან, - განაცხადა „დღის ქრონიკასთან“ საუბრისას პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ.
მისი თქმით, პატარა კენჭების სროლა, რომელიც საქართველოში ჩანს მსოფლიო მასშტაბით ბალისტიკური რაკეტების ომის ფონზე მიმდინარეობს.
„გამოყენებულია უახლოესი რაკეტები რუსეთის მხრიდან, შეჭრილები არიან უკრაინაში, სისხლშია უკრაინა დღეს, რასაკვირველია, ჩვენ პოლიტიკურად მხარს ვუჭერთ, ყოველთვის ვუჭერდით, არავინ დაგვიფასა და ეს ორმაგი სტანდარტიც უკვე იმას უნდა გვეუბნებოდეს თქვენც და ვინც გვიყურებს მთელს საზოგადოებას, რომ საქართველოსგან რაღაც სხვა მოთხოვნა იყო და ამ მოთხოვნის აქტუალობა დღეს იცვლება“, - განაცხადა ვოლსკიმ.
მან აღნიშნა ის სერიოზული პოლიტიკური ცვლილებები, რომელშიც დღეს მსოფლიოა გახვეული.
„უკრაინას მძიმე მდგომარეობა აქვს იმ შემთხვევაში, როდესაც მის წინააღმდეგ ისეთ რაკეტას იყენებენ, რომელსაც საჰაერო თავდაცვის სისტემა ვერ ანეიტრალებს. აი, წარმოიდგინეთ მსოფლიოში მიმდინარე პროცესი, ჩვენ გარშემო დანთებული ცეცხლი და სრულიად უნამუსო განცხადება იმასთან დაკავშირებით, რა გეგმები ჰქონია თურმე ოპოზიციას, რომ ეკონომიკური სიდუხჭირე, ეკონომიკური ნგრევა, თურმე ისეთი განცხადებაც გააკეთეს, რომ ამ მდგომარეობას, ამ არჩევნების შედეგებს მოჰყვება ჩვენი ჩამოქცევა ეკონომიკურად და რომ გადავრჩეთ თურმე ეკონომიკური სანქციები უნდა დავუწესოთ რუსეთს და საომარი მოქმედებებიც გამოუცხადოთ თუ წავალთ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის მიმართულებით. ამას მე ხომ არ ვიგონებ არა? ხომ თქვენც იცით და რეალურად ყველამ იცის, რომ ეს არის მოთხოვნა ჩვენს მიმართ, რომ რუსეთის ძალების დივერსიფიცირება მოხდეს სამხრეთ კავკასიის მიმართულებით“, - აღნიშნა ვოლსკიმ.
ვოლსკის თქმით, ეს განაპირობებს ყველაფერ იმას, რაზედაც დღეს ლაპარაკობს ოპოზიცია, რომელიც საუბარს არჩევნების გაყალბებით იწყებს და ამაზე აგებს ყველაფერს. მისი თქმით, რასაკვირველია, არსებობს საფუძველი იმის, რომ ეს რეალობა შეიცვლება.
ვოლსკიმ აღნიშნა, რომ თუკი მსოფლიოში არსებული რეალობა არ შეიცვლება, ეს გადაჩეხს მას უფსკრულში, რომლიდანაც ამოსვლა შეუძლებელი იქნება. მისი თქმით, არსებობს მესამე მსოფლიო ომის დაწყების საშიშროება და ეს გარემოებები მნიშვნელოვანი რესურსის მობილიზებას მოითხოვს საქართველოს ხელისუფლებისაგან.