გიორგი ვოლსკი საქართველოსა და რუსეთში შვეიცარიის ელჩებს შეხვდა

გიორგი ვოლსკი საქართველოსა და რუსეთში შვეიცარიის ელჩებს შეხვდა

პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ვოლსკი შვეიცარიის ელჩს საქართველოში ჰაიდი გრაუს და შვეიცარიის ელჩს რუსეთში კრისტინა მარტი ლანგს შეხვდა.

შეხვედრაზე რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება მიმოიხილეს, ასევე იმსჯელეს სამხრეთ კავკასიაში არსებულ ვითარებაზე.

როგორც შეხვედრის შემდეგ გიორგი ვოლსკიმ განაცხადა, ელჩებთან შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა საქართველო-სომხეთ-აზერბაიჯანის ურთიერთობებზე, რაზეც საუბარი შედგა საქართველოს პრემიერ-მინისტრსა და აზერბაიჯანის პრეზიდენტს შორის.

„შეხვედრაზე ვისაუბრეთ ასევე საქართველო-რუსეთს შორის არსებულ ვითარებაზე. ხაზი გავუსვით საქართველოს  ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ სიტუაციას. ვისაუბრეთ  უსაფრთხოების თემებზე და განვიხილეთ შიდა პოლიტიკური ვითარება“, - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.