სეტყვა თბილისში - ნახეთ, კადრები
1745321635
გეგმა ყოველთვის იყო რევოლუცია, არ შეცვლილა ეს გეგმა, ლოზუნგი არ შეცვლილა, - განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილე გიორგი ვოლსკიმ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობასთან დაკავშირებით რადიკალურ ოპოზიციაში არსებულ დაპირისპირებაზე.
გიორგი ვოლსკის თქმით, რადიკალების მხრიდან დისკუსია მიდის იმასთან დაკავშირებით, თუ რა უფრო უკეთესია დესტრუქციისთვის, არჩევნებში მონაწილეობის მიღება და ასე განვითარება დესტაბილიზაციის ამოცანისა, თუ პირიქით, დარჩენა არჩევნების გარეშე.
„ამ თემაზე მიდის დისკუსია, თორემ სხვადასხვა მოსაზრებები არ ნიშნავს იმას, რომ ისინი სხვადასხვა პოზიციაზე არიან. გარდა ამისა, ინსტრუქციის დეფიციტი აქვთ, რასაკვირველია“, - აღნიშნა მან.