„მოსალოდნელია დიდი მიწისძვრა... არსებობს კაშხლის ჩამონგრევის საფრთხე“ - მედიუმის გაფრთხილება
1754942485
საქართველოს პარლამენტის პირველი ვიცესპიკერი გიორგი ვოლსკი სალომე ზურაბიშვილისა და ოპოზიციის წარმომადგენლების შეხვედრას ეხმიანება და აღნიშნავს, რომ მათ სურთ, რომ საარჩევნო კომისია დაკომპლექტდეს ისე, როგორც ისინი იტყვიან, რაც რევოლუციური გეგმის ნაწილია.
„ამბობენ, რომ ჩვენ საერთოდ სახელმწიფოებრიობაზე უარი უნდა ვთქვათ. საარჩევნო კომისია დავაკომპლექტოთ ისე, როგორც ეგენი იტყვიან, „ქართული ოცნება“ საერთოდ გვერდზე უნდა გაწიონ თავისი მთელი რესურსით, მათ და უცხოელებმა უნდა ჩაატარონ არჩევნები მას მერე, რაც მოასუფთავებენ პოლიტიკურ და სამართლებრივ მოედანს. ეს არის მათი მოთხოვნა. რასაკვირველია, ეს რევოლუციური გეგმის ნაწილია“, - განაცხადა ვოლსკიმ.
თვითმმართველობის არჩევნების მიმართ წინასწარ გამოცხადებული ბოიკოტის ფონზე, ამ თემაზე სალაპარაკოდ მოკავშირეები სალომე ზურაბიშვილთან მივიდნენ. საერთო აზრი არც ამ შემთხვევაში აქვთ. სცენარი კარგად ნაცნობია, რომლის ფინალსაც თავად ვერც ამჯერად განსაზღვრავენ.