1500 და 4500 ლარი ოჯახებს - ნახეთ, ხართ თუ არა იმ პირთა სიაში, ვინც ფინანსურ დახმარებას მიიღებს
1747049356
არსებობს პოლიტიკიდან საერთოდ გასვლის, პოლიტიკურ ველზე ადგილის დაკარგვის და პარტიზანულ, რევოლუციურ ჯგუფად ჩამოყალიბების რეალური პერსპექტივა და ამასაც უფრთხიან, - ასე შეაფასა ჟურნალისტებთან საუბრისას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილე გიორგი ვოლსკიმ თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით ოპოზიციაში არსებული გაურკვევლობა.
მისივე თქმით, გარდა ამისა, არსებობს კიდევ სცენარი, რომელიც ჯერჯერობით ჩამოყალიბებული არ არის, მაგრამ უახლოეს პერიოდში შესაძლოა ინსტრუქციის სახით მიიღონ.
„არსებობს პოლიტიკიდან საერთოდ გასვლის, პოლიტიკურ ველზე ადგილის დაკარგვის და პარტიზანულ, რევოლუციურ ჯგუფად ჩამოყალიბების რეალური პერსპექტივა და ამასაც უფრთხიან. გარდა ამისა, არსებობს კიდევ სცენარი, რომელიც ჯერჯერობით ჩამოყალიბებული არ არის, მაგრამ უახლოეს პერიოდში შესაძლოა ინსტრუქციის სახით მიიღონ, როდესაც ესენი თითქოს ერთმანეთს ეკამათებიან, რაღაც სხვადასხვა პოზიციაზე არიან, მაგრამ რეალურად მთავარი თემა რაც არის, ეს არის საქართველოს ხელისუფლების დამხობა, დესტაბილიზაცია და ხელისუფლებაში მოსვლა იმ პირობებით, რომელიც დააკმაყოფილებს მათ საზღვარგარეთელ პატრონებს“, - აღნიშნა გიორგი ვოლსკიმ.