გამოვლინდა ასაკი, რომლის შემდეგაც იწყება ტვინის დაბერება
1749323217
პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ვოლსკის გერმანიის ელჩის პეტერ ფიშერის მიერ მზია ამაღლობელის სასჯელზე გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა.
„სულ ახლახან მოხდა გერმანიაში - ერთ-ერთი გაზეთის წარმომადგენელმა მაღალჩინოსნის კარიკატურა გამოაქვეყნა. 7 თვე მისცეს პატიმრობა. გერმანიაში საკმაოდ მკაცრია პოლიცია - ფიზიკურ შეხებაზე აღარ არის საუბარი. სახელმწიფოა, არსებობს კანონი, არსებობს კოდექსი, არსებობს მოსამართლე და მე ვერ ვამბობ იმას, თუ როგორი გადაწყვეტილება შეიძლება იყოს მიღებული და გერმანიის ელჩი თავს უფლებას აძლევს, რომ გადაწყვეტილებაც განსაზღვროს ამ საკითხთან მიმართებაში“, - აღნიშნა ვოლსკიმ.
გერმანიის ელჩი მზია ამაღლობელის ბრალეულობას ადასტურებს, თუმცა პრობლემას ხედავს სასჯელის პროპორციულობაში.