რა ახალი დეტალებია ცნობილი ქალზე, რომელიც მეუღლემ უგონო მდგომარეობაში ნახა
1749198939
ვთქვათ, არ ჩატარებულიყო ეს გამოკითხვა, ან გამოკითხვის შიშით ჩვენ ის არ ვთქვათ, რაც სიმართლეა, რასაკვირველია, არ ივარგებს. საქართველოს საზოგადოება ინტელექტუალურად გაცილებით უფრო მაღალია, ვიდრე უნდათ, რომ წარმოაჩინონ ევროპის სივრცეში ამ ჩვენს ბედოვლათ ოპონენტებს. ესენი არიან ადამიანები, რომელთათვისაც მთავარია, ექსტრემიზმის, ექსტრემისტული პროცესების განვითარება, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გიორგი ვოლსკიმ „დღის ქრონიკაში“.
მან კომენტარი „ევრობარომეტრის“ კვლევის შედეგზე გააკეთა. ვოლსკიმ ომის საფრთხეებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ადამიანებს ყოველგვარი ორაზროვნების გარეშე უნდათ, რომ უბედურება საქართველოში შემოიტანონ.
„ადამიანებს ყოველგვარი ორაზროვნების გარეშე უნდათ, რომ ეს უბედურება საქართველოში შემოიტანონ და ზოგადად, რეგიონში და მიაღწიონ თავის მიზანს. თურმე, 17% ამას ამჩნევს და სკეპტიციზმი ეუფლება და თურმე, ეს არის ხელისუფლების ბრალი! ხელისუფლებას საგარეო კურსი არ შეუცვლია, რადგან ჩვენ ეს გვაწყობს, იმიტომ კი არა, რომ ვიღაცას ვეკეკლუცებით. არც არჩევნები გაყალბებულა, ვინაიდან ვერ ყალბდება ელექტრონული არჩევნები. ეს არის რეალობა და ამ რეალობაში თუკი ადამიანები სკეპტიციზმს გამოხატავენ, ეს იმას არ ნიშნავს, რომ იგივე ადამიანებს ევროპული კურსი აღარ უნდათ. პირიქით, სწორედ მათ უნდათ და უნდათ რეალური!“, - განაცხადა ვოლსკიმ.
მისივე თქმით, ევროსტრუქტურებში ინტეგრაცია ქვეყნის კონსტიტუციაშია ჩაწერილი.
„ევრობარომეტრის“ კვლევის მიხედვით, 2024 წლის შემოდგომის მონაცემებთან შედარებით, საქართველოში ევროკავშირისადმი ნდობა 9%-ით არის შემცირებული, გამოკითხულთა 51% კი ეროვნულ მთავრობას ენდობა.