გიორგი ქაჯაია ზურაბიშვილზე: როდესაც პატივს არ სცემს ინსტიტუტებს, ეკლესიას, ქართულ ჯარს, ორალური უფლებაც კი არ გაქვს შემდგომ ილაპარაკო დამოუკიდებლობაზე და იმაზე, რომ ხალხმა მხარი უნდა დაგიჭიროს

გიორგი ქაჯაია

როდესაც ინსტიტუციებს პატივს არ სცემს, როდესაც ეკლესიას პატივს არ სცემ, როდესაც ქართულ ჯარს პატივს არ სცემ, მორალური უფლებაც კი არ გაქვს შემდგომ ილაპარაკო დამოუკიდებლობაზე და იმაზე, რომ გარკვეულმა ხალხმა მხარი უნდა დაგიჭიროს, - ასე გამოეხმაურა ანალიტიკოსი გიორგი ქაჯაია გუშინ დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ აქციაზე სალომე ზურაბიშვილის გამოსვლაზე საუბრისას.

„26 მაისი ჩვენმა წინაპარმა მოგვიტანა თავისი ოფლის, შრომის, სისხლის ფასად და მთავარი დანატოვარი იყო, რომ ეს არის დღე, სადაც ყველა უნდა გავერთიანებულიყავით. ამის ნაცვლად მივიღეთ ის, რაც მივიღეთ - კონკრეტულმა პოლიტიკურმა ჯგუფებმა ქალბატონი ზურაბიშვილის მეთაურობით, რატომღაც გადაწყვიტეს, რომ ცალკე აღლუმი ჩაებარებინათ“, - აღნიშნა ანალიტიკოსმა.

მან ოპოზიციის აქციაზე მისული ევროპარლამენტარი რასა იუკნევიჩიანე გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ საქართველომ თვითონ იცის, როგორ მიმართოს თავისი საგარეო კურსი და საშინაო პოლიტიკა.

„ვინმემ კითხვა დაუსვა, მიხეილ სააკაშვილის მიმართ სოლიდარული როგორ არის? ვის მიმართ არის სოლიდარული? რა გვაქვს ჩვენ - სულხან-საბას ქვეყანას, გიორგი ჭყონდიდელის ქვეყანას, დავით აღმაშენებლის ქვეყანას ევროპარლამენტარი რასა იუკნევიჩიანეს მოსაწოდებელი? ჩვენ თვითონ არ ვიცით, საგარეო კურსი როგორ უნდა მივმართოთ? ჩვენ თვითონ არ ვიცით, საშინაო პოლიტიკა როგორ უნდა დალაგდეს?“ - განაცხადა ქაჯაიამ.