ბენიამინ ნეთანიაჰუ განცხადებას ავრცელებს
1750450090
სიძულვილის ენა არ უნდა იყოს გამოყენებული არც პოლიტიკოსებს შორის და არც საზოგადოებაში, - განუცხადა ჟურნალისტებს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი კახიანმა.
მისივე თქმით, მთელს მსოფლიოში ყველა თანხმდება იმაზე, რომ სიძულვილის ენა, ეს არის ძალიან მძიმე რამ, ზოგადად, ყველა ებრძვის ამას.
„ჩვენ ვნახეთ, რომ დღეს უკვე შესაბამისი რეზოლუციაც მიიღო ევროპარლამენტმა ამის თაობაზე, მაგრამ პრობლემა იმაშია, რომ ერთის მხრივ ისინი საუბრობენ, რომ თურმე მათ ქვეყნებში სიძულვილის ენა მიუღებელია, მაგრამ მეორეს მხრივ, ჩვენ ვხედავთ ხშირ შემთხვევაში, როდესაც მათი მხრიდან ფინანსდებიან აქ ისეთი არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც სწორედ რომ სიძულვილის ენის გავრცელებას ახდენენ“, - აღნიშნა გიორგი კახიანმა.
თბილისის საქალაქო სასამართლო პოლიტიკური თანამდებობის პირების შეურაცხყოფის ფაქტებზე მსჯელობს. სასამართლომ ოთხი ათასი ლარით დააჯარიმა ვახო სანაია. შინაგან საქმეთა სამინისტროს, საჩივრით ფრაქცია „ქართულმა ოცნებამ“ მიმართა.