„არასოდეს არ გასცეთ ფული ამ დღეს ... “ - გოგა მანიას საჭირო რჩევები
1762287470
გავაგრძელებთ საქართველოსთვის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას, მათ შორის ევროკავშირში ინტეგრაციის გზას. იმედია, მათი მხრიდან უსამართლო დამოკიდებულება შეიცვლება, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გიორგი კახიანმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა.
კახიანის თქმით, გაფართოების შესახებ ევროკომისიის ანგარიში დამახინჯებულ ფაქტებსა და ტყუილებზეა აგებული.
„პარლამენტის მიერ მიღებული კანონები და გადაწყვეტილებები ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარეა. სწორედ ეროვნული ინტერესების სადარაჯოზე ვდგავართ. ევროკომისიის შეფასება უსაფუძვლოა და, ზოგიერთ შემთხვევაში, დამახინჯებულ ფაქტებსა და ტყუილებზეა აგებული. ამ დასკვნებს არანაირი საფუძველი არ აქვს. რა თქმა უნდა, საქართველოსთვის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას გავაგრძელებთ, მათ შორის ევროკავშირში ინტეგრაციის გზას. ვალდებულებების შესრულების ანგარიშს თუ მოვისმენთ, ვნახავთ, რომ საქართველო ვალდებულებებს პირნათლად ასრულებს. ამ ფონზე, ევროკომისრის შეფასებები გასაკვირია. ევროკავშირისკენ სვლას გავაგრძელებთ. იმედია, მათი მხრიდან უსამართლო დამოკიდებულება შეიცვლება“, – განაცხადა გიორგი კახიანმა.
ევროკომისიამ ევროკავშირის გაფართოების შესახებ ანგარიში 4 ნოემბერს გამოაქვეყნა.