სიახლე, რომელიც 1-ელი ოქტომბრიდან ამოქმედდება
1757965444
თუ ვინმეს უნდა, ძალით საპატიმრო დაწესებულებაში იჯდეს, ასეთები გვყავს - რამდენადაც უცნაური არ უნდა იყოს. კი, ბატონო! კანონი კანონია ყველასთვის და კანონი აღსრულდება, - განაცხადა „დღის ქრონიკასთან“ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი კახიანმა, ელენე ხოშტარიაზე საუბრისას.
წამყვანის კითხვაზე, სოციალურ ქსელში დაკავებული ელენე ხოშტარია სტატუსს ავრცელებს, რომ იგი უარს აცხადებს დაცვაზე და სასამართლოში გამოცხადებაზე, როგორ შეფასებას გააკეთებდა კახიანი აღნიშნულ ფაქტზე, კახიანმა აღნიშნა, რომ ბოლო პერიოდში ზოგიერთი პოლიტიკური ლიდერი ისეთ მოქმედებას ახორციელებს, რომ იცის მის ქმედებას, რა შედეგიც მოჰყვება.
„სახელმწიფოს რაიმე არჩევანი კი არ აქვს, ან ასე იმოქმედოს, ან - ისე, ანუ, კანონით ცალსახაა, რომ თუ კანონსაწინააღმდეგო მოქმედებას ჩაიდენ, მას კონკრეტული შედეგი მოჰყვება.
არ ვიცი, დეტალები, თქვენგან მოვისმინე, რა განცხადებაც გააკეთა ქალბატონმა ელენემ - არ ვიცი, სასამართლოში რა პროცესია და როგორ მიმდინარეობს, მაგრამ ფაქტია, ყველაფერი გამიზნულად ხდება. თუ მოხდება ისე, რომ მას გირაოს თანხა შეეფარდება, თუ უარს იტყვის გირაოს გადახდაზე, ან როგორც ვხვდები, რაღაც პროვოკაციული ჩანაფიქრი არსებობს, ბუნებრივია, ამას სახელმწიფოს მხრიდან რეაგირება მოჰყვება. როგორც წესი, ეს საზოგადოების მხრიდან ადეკვატურადაც არის აღქმული.
თუ ვინმეს უნდა, ძალით საპატიმრო დაწესებულებაში იჯდეს, ასეთები გვყავს, რამდენადაც უცნაური არ უნდა იყოს. კი, ბატონო! კანონი კანონია ყველასთვის და კანონი აღსრულდება“, - განაცხადა კახიანმა.