ძლიერი წვიმა, თოვლი, ზღვაზე შტორმი... - ამინდი მკვეთრად უარესდება
1732476578
ხვალ ქართველი ხალხის მშვიდობიანი ხმა უნდა ისმოდეს საქართველოს პარლამენტთან და არა სხდომათა დარბაზში. ქართველი ხალხის გაბრაზებული ხმა უნდა გავაგონოთ ყველას, ვინც ჩვენს მოქალაქეებს არჩევანი მოჰპარა, - ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ განცხადებაშია აღნიშნული.
პარტია მხარდამჭერებს მოუწოდებს, 25 ნოემბერს საქართველოს პარლამენტთან მშვიდობიანი პროტესტი გამოხატონ.
„ხვალ, 25 ნოემბერს, საქართველოს მე-11 მოწვევის პარლამენტის მხოლოდ ერთპარტიული შემადგენლობა შეიკრიბება, რომელსაც საზოგადოების უმრავლესობის მხარდაჭერა და ნდობა არ აქვს. ეს პარლამენტი ვერ გამოხატავს ქართველი ხალხის ნებას! ხვალინდელ სხდომას ასევე არ დაესწრებიან დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები! ამ პარლამენტს არც საერთაშორისო აღიარება აქვს! ამიტომ, ხვალ ქართველი ხალხის მშვიდობიანი ხმა უნდა ისმოდეს საქართველოს პარლამენტთან და არა სხდომათა დარბაზში. ქართველი ხალხის გაბრაზებული ხმა უნდა გავაგონოთ ყველას, ვინც ჩვენს მოქალაქეებს არჩევანი მოჰპარა. უნდა დავანახოთ ჩვენს საერთაშორისო მეგობრებს, თუ სად დგას ქართველი ხალხი და მათი ნება! ამიტომ, მოვუწოდებთ ჩვენი პოლიტიკური ძალის მხარდამჭერებს, ხვალ საქართველოს პარლამენტთან გამოვხატოთ მშვიდობიანი პროტესტი და ჩვენი მშვიდობიანი ხმა გავაგონოთ ყველას!“,- აღნიშნულია „გახარია საქართველოსთვის“ განცხადებაში.