1500 და 4500 ლარი ოჯახებს - ნახეთ, ხართ თუ არა იმ პირთა სიაში, ვინც ფინანსურ დახმარებას მიიღებს
1747049356
საქართველოს პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი გაბუნია, პარლამენტის წევრებთან ერთად, ლევილის ისტორიულ მამულს ესტუმრა, სადაც მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო.
პარლამენტის წევრებმა ასევე დაათვალიერეს ლევილის სასაფლაოს ის ნაწილი, სადაც საქართველოს პირველი რესპუბლიკის მთავრობის წევრები და ემიგრაციის სხვა წარმომადგენლები არიან დაკრძალულნი.
დელეგაციის შემადგენლობაში არიან საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილი, კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ეკა ჭიჭინაძე და პარლამენტის წევრი ეკა სეფაშვილი.
ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.