გილოცავთ პირველი კონსტიტუციის დღეს, ეს დოკუმენტი მომავალი თაობებისთვის დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისთვის ბრძოლის ფუნდამენტური წინაპირობა გახდა - შალვა პაპუაშვილი

 შალვა პაპუაშვილი

გილოცავთ პირველი კონსტიტუციის დღეს. ეს დოკუმენტი მომავალი თაობებისთვის დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტისთვის ბრძოლის ფუნდამენტური წინაპირობა გახდა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

როგორც პაპუაშვილი წერს, პირველი კონსტიტუციის მიღება საქართველოს გასაბჭოებამდე სამი დღით ადრე მოესწრო და უმნიშვნელოვანესი ფუნქცია შეიძინა.

„1921 წლის 21 თებერვალს საქართველოს პირველმა რესპუბლიკამ ქვეყნის კონსტიტუცია მიიღო. მისი მიღება საქართველოს გასაბჭოებამდე სამი დღით ადრე მოესწრო და უმნიშვნელოვანესი ფუნქცია შეიძინა. ეს დოკუმენტი მომავალი თაობებისთვის დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტისთვის ბრძოლის ფუნდამენტური წინაპირობა გახდა. გილოცავთ პირველი კონსტიტუციის დღეს“, – წერს შალვა პაპუაშვილი.