გია აბაშიძე: სხვა პირებთან ერთად, "ქართული ოცნების" თბილისის საკრებულოს კანდიდატის, ოთარ ჩრდილელის შვილის, დაკავებაზე ნაცკლასტერის უაზრო აღტყინებაზე - მას აშლილობა აქვს, ხშირადაა საზოგადოებისგან იზოლირებული ოჯახის მიერ, აგრესიულია, შესაბამისად, ვერაგი სექტისთვის იოლია მისი დაშანტაჟება

გია აბაშიძე

სხვა პირებთან ერთად, "ქართული ოცნების" თბილისის საკრებულოს კანდიდატის, ოთარ ჩრდილელის შვილის, ანუკის დაკავებაზე ნაცკლასტერის უაზრო აღტყინებაზე - მას აშლილობა აქვს და რადიკალები მასზე მანიპულირებენ, - წერს ანალიტიკოსი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში.

როგორც აბაშიძე აცხადებს, ჩრდილელის შვილი ხშირად არის საზოგადოებისგან იზოლირებული, არის აგრესიული და შესაბამისად, იოლია "ვერაგი სექტის" მიერ მისი გამოყენება სხვადასხვა ნეგატივისთვის. "სხვა პირებთან ერთად, "ქართული ოცნების" თბილისის საკრებულოს კანდიდატის, ოთარ ჩრდილელის შვილის, ანუკის დაკავებაზე ნაცკლასტერის უაზრო აღტყინებაზე - მას აშლილობა აქვს და რადიკალები მასზე მანიპულირებენ. ეს ახალგაზრდა ხშირადაა საზოგადოებისგან იზოლირებული ოჯახის მიერ, აგრესიულია, ერთხელაც ვიღაცას ახრჩობდა და ნიუსებში მოხვდა. შესაბამისად, ვერაგი სექტისთვის იოლია მისი დაშანტაჟება და სხვადასხვა ნეგატივისთვის გამოყენება. ანუკი ოთარ ჩრდილელს პირველი ქორწინებისას შეეძინა." - წერს გია აბაშიძე.