1758188657
გია აბაშიძე: საქართველოს მორიგ პროგრესს ევროკომისიის მიერ დაკვეთილი კიდევ ერთი კვლევა ადასტურებს და კვლავ „სადღაც გადავუხვიეთ" ევრო-ბიუროკრატებო? დანაშაულის კონტროლის ეფექტურობით, საქართველო მსოფლიოს საუკეთესო ოცეულშია

მსოფლიო მართლმსაჯულების პროექტის კანონის უზენაესობის გამოკვლევის ფარგლებში, დანაშაულის კონტროლის ინდექსს აქვეყნებს. საქართველომ შეფასების 100 პროცენტიანი სისტემით 92 % მიიღო და მსოფლიოში მე-17 ადგილზე გავიდა - წერს ანალიტიკოსი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში.
როგორც აბაშიძე აღნიშნავს, დანაშაულის კონტროლის ეფექტურობით საქართველო უსწრებს დიდი შვიდეულის 6 ქვეყანას, იაპონიის გარდა და ევროკავშირის და ნატოს წევრ 24 სახელმწიფოს.
„საქართველოს მორიგ პროგრესს ევროკომისიის მიერ დაკვეთილი კიდევ ერთი კვლევა ადასტურებს და კვლავ „სადღაც გადავუხვიეთ" ევრო-ბიუროკრატებო? დანაშაულის კონტროლის ეფექტურობით, საქართველო მსოფლიოს საუკეთესო ოცეულშია.რასაკვირველია, დასავლელი ობიექტური, მრავალდარგოვანი ექსპერტების შეფასებები უფრო წონადია, ვიდრე სამარცხვინოდ ტენდენციური დროებითი ევრო-ჩინოსნების.მსოფლიო მართლმსაჯულების პროექტის კანონის უზენაესობის გამოკვლევის ფარგლებში, დანაშაულის კონტროლის ინდექსს აქვეყნებს. საქართველომ შეფასების 100 პროცენტიანი სისტემით 92 % მიიღო და მსოფლიოში მე-17 ადგილზე გავიდა .დანაშაულის კონტროლის ეფექტურობით საქართველო უსწრებს დიდი შვიდეულის 6 ქვეყანას (იაპონიის გარდა), ევროკავშირის და ნატოს წევრ 24 სახელმწიფოს“, - წერს გია აბაშიძე.