გერმანიაში რეფორმებია საჭირო, ჩვენ დავიცავთ თავს ღია საზოგადოებაზე თავდასხმებისგან, ჩვენს თავისუფლებაზე თავდასხმისგან, ყველაფრით, რაც ხელთ გვაქვს - ფრიდრიხ მერცი

ფრიდრიხ მერცი

გერმანიაში რეფორმებია საჭირო და ამის ერთ-ერთი მიზეზი ევროპის წინააღმდეგ პუტინის ომია, – ამის შესახებ გერმანიის „ქრისტიან-დემოკრატიული“ კავშირის ლიდერმა, ფრიდრიხ მერცმა ბუნდესტაგში სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა.

„ევროპის წინააღმდეგ ომი და არა მხოლოდ უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ. ჩვენ დავიცავთ თავს ღია საზოგადოებაზე თავდასხმებისგან, ჩვენს თავისუფლებაზე თავდასხმისგან, ყველაფრით, რაც ხელთ გვაქვს“, – განაცხადა ფრიდრიხ მერცმა.

მისი თქმით, გერმანიას „თავდაცვის შესაძლებლობების აღდგენა ნაწილობრივ, ნულიდან სჭირდება“.

მან პრიორიტეტები დაასახელა, მათ შორის ევროპული სატელიტური სისტემებისა და თვითმფრინავების შეძენაცაა.