1745061138
გერმანია ქართველი ხალხის მოთხოვნას, პარტნიორულ ურთიერთობას არ ითვალისწინებს, რომ მათ ქვეყანაში ზურაბ ადეიშვილის მსგავსი მძიმე დამნაშავეები თავისუფლად არ გადაადგილდებოდნენ - ნინო წილოსანი

გერმანია ზურაბ ადეიშვილის, რომელიც ადამიანის უფლებათა უმძიმეს დანაშაულებშია ბრალდებული, თავშესაფრის ქვეყანა გახდა, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, ნინო წილოსანმა განაცხადა.
მისი თქმით, ქართველი ხალხის მიმართ ასეთი დამოკიდებულება შეურაცხმყოფელია.
„ქართველი ხალხის მიმართ ის დამოკიდებულება შეურაცხმყოფელია, როცა ზურაბ ადეიშვილი, რომელიც იმგვარი რეჟიმის წარმომადგენელია, რომელიც მთელი მსოფლიოსთვის და გერმანიისთვის ფაშიზმი იყო, თავის სამყოფელს გერმანიაში ჰპოვებს. გერმანია ქართველი ხალხის მოთხოვნას, ქართულ სამართალს და პარტნიორულ ურთიერთობას არ ითვალისწინებს, რომ მათ ქვეყანაში ასეთი მძიმე დამნაშავეები თავისუფლად არ გადაადგილდებოდნენ. ამიტომ, როცა ადამიანის უფლებების დამრღვევებზე ვსაუბრობთ, სამწუხაროდ, ამ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა გვახსოვდეს, რომ გერმანია ზურაბ ადეიშვილის თავშესაფრის ქვეყანა გახდა. ეს ადამიანი ადამიანის უფლებათა უმძიმეს დანაშაულებშია ბრალდებული“, – განაცხადა ნინო წილოსანმა.